LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: “დადგა დრო, 8 წლის წინანდელი საარჩევნო დაპირება შეასრულონ…”

284
nankakalatozishvili-newsss

ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რატომ არის სწორედ ახლა იმის დრო, რომ ხელისუფლებამ რვა წლის წინანდელი საარჩევნო დაპირება გაიხსენოს.

გთავაზობთ სტატუსს:

“ისე, მე მგონი, დადგა დრო, 8 წლის წინანდელი საარჩევნო დანაპირები შეასრულონ. გაბერილიაო კომუნალური გადასახადები, გძარცვავენო, 2012-ში მარტო ეს გვესმოდა და მერე რა თქმა უნდა დაასამარეს დანაპირები და გადასახადი კი არ განახევრდა, იმატა და იმატა.

ამ პირობებში, როცა ასობით ოჯახს აღარ აქვს არც შუქი, არც გაზი, იდეალური დროა 8 წლის წინანდელ საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდნენ და აღასრულონ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს პრინციპით.

წარმოუდგენელ დღეში აღმოჩნდნენ ადამიანები, დარჩნენ სამსახურის გარეშე და კომუნალურების გადახდა როგორ უნდა მოახერხონ, ვერც ხვდებიან.

დავურთავდი ამ პოსტს საარჩევნო ვიდეოს, მაგრამ ისედაც ყველა მიხვდებით ვის და რას ვგულისხმობ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები