LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი და სტეფანე – ამონარიდი ახალი კლიპიდან (ვიდეო)

625
nanistefane

ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს. ვაჟა აზარაშვილის ცნობილი სიმღერის „ისევ წვიმს“ ახლებური ვერსია მათ ერთად ჯერ „ბლექ სი არენაზე“, ნანი ბრეგვაძის საღამოზე შეასრულეს, შემდეგ კი სტუდიაში გადაინაცვლეს და შესანიშნავი მუსიკოსების არანჟირებით ჩაწერეს.

ახლახან კი მუსიკოსებმა დაასრულეს მუშაობა ვიდეორგოლზე, რომლის პრემიერაც 20 მარტს, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ შედგება.

სტეფანემ ახალი კლიპიდან ამონარიდი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა.

შეგახსენებთ, რომ ვიდეოს რეჟისურაზე ცნობილმა კლიპმეიკერმა, ზაზა ორაშვილმა იმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები