LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: „ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება?“

134
nanagegechkori-2021-03-26-09-33-53-846775

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში საქართველოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა დაიჯერონ – კორონა არ არის გრიპი.

„საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კოვიდთან მიმართებაში დღითიდღე დრამატული ხდება. ჩახედული ვარ ჰოსპიტალური სექტორის პრობლემებში და ამ პირობებში ავადმყიფობისთვის საკუთარი თავის და სხვების გაწირვა ნამდვილი უგუნურობაა. იქნებ როგორღაც დავიჯეროთ, კოვიდი არ არის გრიპი. კოვიდი ნამდვილად რთული, მულტისისტემური დაავადებაა. ამ წუთებში, საქართველოს ჰოსპიტალებში, რამდენიმე ისეთი პაციენტი ებრძვის სიკვდილს, რომელთაც არანაირი რისკის ფაქტორები არ ჰქონდათ, ასაკითაც 40 წელს ქვემოთ არიან. უკვე გვყავს გარდაცვლილი ბავშვები. ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის? ყოველი გონიერი ქცევა რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლეა. ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება?

ნუთუ ასე რთულია გავიგოთ,  ამ წუთისთვის არ არსებობს კოვიდ-სპეციფიკური მკურნალობა და ამიტომ გადარჩენის ერთადერთი საშუალება პრევენციაა. ანტივაქსერებო, ნუთუ არ გამძიმებთ იმ ადამიანების საცოდაობაკ ვისაც უარი ათქმევინეთ კოვიდისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაზე, ვაქცინაზე?

სანამ დროა, იქნებკ მეტად გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს. უპასუხისმგებლო საქციელის ფასი ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეა დღეს. იქნებკ როგორღაც გავუსწოროთ თვალი ტრაგედიას რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს…

აიცერით, დაიცავით დისტანცია, სწორად ატარეთ პირბადე, დაიცავით ჰიგიენის წესები, შეწყვიტეთ პრევენციის წესების უგულებელყოფით გამართული დიდი თავყრილობები.

გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა, გთხოვთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები