LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ჩაჩუა: „ქრისტე რომ ჯვარზე უნდა გაეკრათ, გაიხედა და მის 11 მოწაფეს ეძინა და შენ ეძებ მეგობარს?“

12772
nananwes20

სოციალურ ქსელში პოპულარულია ფსიქოლოგ ნანა ჩაუჩაის ლექცია „აზროვნების აკადემიაში“, საიდანაც საინტერესო ამონარიდს გთავაზობთ.

ნანა ჩაჩუა:

„ერთი პაციენტი მყავს. ძალიან მიყვარს, ურთულესია, მაგრამ ძალიან მიყვარს. წონაში რომ აისახებოდეს, წვრილი ვიქნებოდი, რა შავ დღეშიც მაგდებს. ძალიან მადლობელი ვარო, ესა და ეს დამირეგულირდაო, მაგრამ სულ ეძებს რაღაცას, რომ იპოვოს პრობლემა. ერთი ადამიანიც ვერ ვნახე ისეთი, რომელთანაც შეიძლება, თავი კარგად ვიგრძნოო. ერთი სული ჰქონდა, როდის დაასრულებდა წინადადებას, იმიტომ, რომ პასუხი მოვიდა უცებ. და რა პასუხია ეს? შე დალოცვილო, ქრისტე ჯვარზე რომ უნდა გააკრან და იუდა, მისი მოწაფე წასულია, რომ რომაელები მოიყვანოს დასასჯელად, ძე კაცისაა და ძე ღვთისაა, მაგრამ ძე კაცისაა და ეტკინება ჯვარზე გაკვრა, განსაცდელშია. გახედა და იმ 11 მოწაფეს სძინავს ყველას… ქრისტემ ვერ ნახა თავის მოწაფეებში და შენ ეძებ? მიიღე ეს. ეს ცხოვრება ასეთია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები