LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილი სიყვარული ის კი არაა, რომელიც განშორებას უძლებს, არამედ ის, რომელიც სიახლოვეს უძლებს – ელენ როულენდის ცნობილი გამონათქვამები

8155
ელენ როულენდი

ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ელენ როულენდი წლების მანძილზე მუშაობდა ცნობილ გაზეთში The New York World-ში და პოპულარულ რუბრიკას „მარტოხელა ქალის ჩანაწერები“ უძღვებოდა. მოგვიანებით, როულენდმა ამავე სახელწოდების კრებული გამოუშვა, აღიარება კი, რომანით „მეგზური მამაკაცების სამყაროში“ მოიპოვა.

fortuna.ge გთავაზობთ ელენ როულენდის ცნობილ გამონათქვამებს:

* როცა ქალი თხოვდება, ის მრავალი კაცის ყურადღებას ერთის უყურადღებობაზე ცვლის.

* ის, რაც ერთისთვის უგუნური რისკია, მეორესთვის უბრალოდ ცოლია.

* ქმარი ის ადამიანია, რომელიც ცოლს იმ სირთულეების დაძლევაში ეხმარება, რომელიც არასდროს ექნებოდა ქალს, რომ არ გათხოვილიყო.

* ნამდვილი სიყვარული ის კი არაა, რომელიც განშორებას უძლებს, არამედ ის, რომელიც სიახლოვეს უძლებს

* ცოლობის თხოვნით მამაკაცი ქალს ყველაზე დიდ კომპლიმენტს უკეთებს, რომელიც როგორც წესი, უკანასკნელი კომპლიმენტი ხდება მის ცხოვრებაში.

* მეორედ გათხოვებისას, ქალი უარს ამბობს ფატის გაკეთებაზე, რათა არ შეცდეს და ახლა მაინც დაინახოს რა მიიღო.

* როცა წყვილი განქორწინების გადაწყვეტილებას იღებს, იმას კი არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთის არ ესმით, არამედ იმას, რომ როგორც იქნა შეძლეს საერთო ენის გამონახვა.

* ცოლის მოყვანამდე მამაკაცი ღამეებს ათენებს იმაზე ფიქრში, რა უთხრა ქალმა, ცოლის მოყვანის შემდეგ კი, მანამდე იძინებს, სანამ ქალი ფრაზის თქმას მოასწრებს.

* ზოგ ქალს ისე ძალიან არ უნდა მუშაობა, რომ გათხოვებაზეც თანახმაა.

* ბევრად მარტივია, ასი კაცის დამორჩილება, რომელიც არაა დარწუნებული შენს გრძნობებში, ვიდრე ერთის, რომელიც დიდი ხანია დარწმუნდა, რომ გიყვარს.

* რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ მამაკაცს შეუძლია, უყუროს ქალს და ვერ დაინახოს ის, ხოლო ქალს შეუძლია, მამაკაცი გამჭოლად დაინახოს, თუნდაც არ შეხედოს მას.

*  მამაკაცმა არ იცის, როგორ გაშორდეს, ქალმა — როდის.

* თაფლობის თვე — სიბრძნის დასაწყისია, ხოლო სიბრძნის დასაწყისი — რომანის დასასრული.