LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილად საქართველოშია, სამომავლო გეგმებზე კიდევ იქნება განმარტებები – კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილზე

96
კობა ნაყოფია

„ერთიანი ნაციონალური მოძროაბის წევრი“ კობა ნაყოფია ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. მისი თქმით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ნაყოფია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი განმარტებებს თავადაც გააკეთებს.

მთავარი არ არის როგორ და როდის, მთავარია ის რომ სააკაშვილი საქართველოშია: ზაალ უდუმაშვილი

„მას ჰქონდა მკაფიო გეგმა, რომ ის უნდა საქართველოში დაბრუნებულიყო, ეს ყველამ ვიცოდით, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი ამაში, პირველივე დღიდან. სანამ თქვენთან მოვიდოდი, მან უკვე დადო ვიდეო ბათუმიდან, ის ნამდვილად საქართველოშია, მინდა დაგიდასტუროთ და 3 ოქტომბერს ალბათ დიდ საზეიმო შეკრებას შემოუერთდება, როცა 2 ოქტომბრის შედეგად ქართველი ხალხი და საქართველო ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს , ისინი წავლენ ხელისუფლებიდან და საქართველო დაადგება განვითარების გზას“, – განაცხადა „მთავარ არხთან“ საუბრისას კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები