ნამახვანიჰესიძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, – განაცხადა ეკონომიკის მინისტმა „ნამახვანიჰესის“ მშენებლობის გამო საპროტესტო აქციის შესახებ კომენტარისას.

„პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით. სერიოზული განხილვები ჰქონდათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ინვესტორი, კომპანია ენკაძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მათ შორის სოციალური პროექტების განხორციელების მიმართულებით.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მიმდინარეობისას იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის – დღესდღეობით მოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებშიც ძალიან დიდი დოზით სწორედ ადგილობრივი, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობაა დასაქმებული. მინისტრის ინფორმაციით, პიკზე პროექტი საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებს და პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები