LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანჰესის აქციაზე დაკავებული 6 სპორტსმენი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

117
სასამართლო ნამახვან

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე, ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ექვსივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო რვა საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდა. თავად ბრალდებულებმა და მათ მიერ დაქირავებულმა კერძო უფლებადამცველებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის შემდეგაც საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატები ჩაერთვნენ.

მათი განცხადებით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და სასამართლოს მიკერძოებაზე საუბრობენ.

დაპირისპირება ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე ძმები წულუკიძეების გამოჩენას მოჰყვა. ისინი იმერეთში აქტივისტების მხარდასაჭერად აჭარიდან ჩავიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები