LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევრადშიშველი ბიონსე „კონგ ტრის“ ყვითელ კაბაში (ფოტო)

5048
bncjz

ლონდონში წლის მთავარი ანიმაციური ფილმის, „მეფე ლომის“ პრემიერა გაიმართა. მსოფლიო პრემიერა პრიცნმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ გახსნეს. სპეციალურად მოწყობილ საპრემიერო ხალიჩაზე კი ანიმაციური ფილმის გამხმოვანებელმა ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. ერთ-ერთი პირველი პრემიერაზე ბიონსე გამოჩნდა, რომელიც ჯეი-ზისთან ერთად, ხელჩაკიდებული გამოვიდა ფოტოგრაფებთან.

37 წლის ვარსკვლავი, რომელიც ნალას პერსონაჟს ახმოვანებს, ბრწყინავდა დიზაინერ „კონგ ტრის“ ულამაზე ყვითელ კაბაში, რომელიც ფაქტობრივად ნახევრადშიშველს ტოვებდა მის სხეულს. ასიმეტრიული კაბა ბიონსეს ოქროსფერ კლატჩთან და ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. ყველაზე ემოციური ბიონსესა და მეგან მარკლის შეხვედრა გამოდგა. მედიაში წერენ, რომ მეგანმა ისევ დაარღვია პროტოკოლი, როდესაც ბიონსესთან შვილზე გულთბილი საუბარი გააბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები