LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაგავსაყრელზე ძაღლების დამარხვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

94
mkvdarizaglebi

გონიოს ნაგავსაყრელზე  ძაღლების დამარხვის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში უთხრეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში მცხოვრებმა მოქალაქემ ჟურნალისტებს მიაწოდა ვიდეო, რომელზეც პოლიეთილენში გახვეული და ნაგავსაყრელზე დაყრილი ძაღლები ჩანს. მოქალაქის მტკიცებით, კადრები ბათუმის ნაგავსაყრელზეა გადაღებული.

პირველი არხის ცნობით, ვიდეოკადრების ავტორი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს. ის ამტკიცებს, რომ ვიდეო თავად გადაიღო და ნაგავსაყრელზე თავად ნახა დახოცილი ძაღლები.

კომპანია “სევერში”, რომელიც უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, ძაღლების დახოცვის ფაქტს უარყოფენ და ქალს, რომელმაც ვიდეო გაავრცელა, პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა შსს-მ გუშინვე დაიწყო. მაშინ შსს-ში აღნიშნეს, რომ ეს ადგილი ოფიციალურად არის გამოყოფილი გარდაცვლილი ცხოველების დასამარხად.