LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაძვის ხეები, თოვლი და შობა – ემილია კლარკი ახალი ფილმის პრემიერაზე (ფოტო)

447
emilia-klark-news1212131

ჯორჯ მაიკლის შემოქმედების მოყვარულები მთელი წელია ელიან ახალი ფილმის პრემიერას, რომელსაც „გასულ შობას“ ქვია და რომელიც ლეგენდარული მუსიკოსის ცნობილი ჰიტის, Last Chritmas-ის მიხედვით გადაიღეს. რომანტიკული კომედიის სცენარის ავტორი ემა ტომპსონია, რომელიც ფილმში ასევე მონაწილეობს, მთავარ როლს კი კინოსურათში „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ემილია კლარკი ასრულებს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ლონდონში გაიმართა, სადა სპეციალურად მოწყობილ ლურჯ ხალიჩაზე ვარსკვლავებს ნაძვის ხეებისა და ხელოვნური თოვლის გარემოში უმასპინძლეს.

პირველი პრემიერაზე ემილია გამოჩნდა, რომელიც ბრწყინავდა შავი ფერის „პრადას“ კაბაში. ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო, მათ შორის საშობაო წვეულებების მთავარი გმირი, მომღერალი კაილი მინოუგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები