LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალურმა მოძრაობამ“  ბოდიში უნდა მოუხადოს თითოეულ პოლიტიკოსს, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს: კახა კუჭავა

53
კუჭავა

კარგად მახსოვს მე და თითოეულ თქვენგანს, როდესაც პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ“ და შემდეგ სხვა პარტიებმა ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს, რამდენი ლანძღვა-გინება, ფურთხება მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ ეს გაბედეს, განსაკუთრებით ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ განაცხადა.

„სულ მცირე ბოდიში უნდა მოუხადონ თითოეულ პოლიტიკოსს, რომელმაც ხელი მოაწერა და შემდეგ ისაუბრონ. პარტიულად რაც აწყობთ, მხოლოდ ამის მიხედვით ახდენენ რეაგირებას ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე. მათ რომ თავიდანვე ხელი მოეწერათ, დღეს ვიქნებოდით სულ სხვა რეალობის წინაშე“, – განაცხადა კუჭავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები