LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობისგან” არ ელოდო პროვოკაციას, ეს იგივეა ზამთარში არ ელოდო სიცივეს – ზვიად ძიძიგური

135
ზვიად ძიძიგური

„ნაციონალური მოძრაობისგან” არ ელოდო პროვოკაციას, ეს იგივეა ზამთარში არ ელოდო სიცივეს, – ამის შესახებ ზუგდიდში მყოფმა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის თქმით, 87-ე საარჩევნო უბანთან შესაძლო სროლის ფაქტი დროულად იქნება გამოძიებული.

„საარჩევნო პროცესი ზუგდიდში მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ცივილურად, როგორც ამ ქალაქს შეეფერება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ექსცესს. სროლის შემთხვევაც იქნება სასწრაფოდ გამოძიებული, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება კანონდამრღვევი, ის დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. ჩვენ ისიც ვიცით, როგორ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, “ნაციონალური მოძრაობისგან” არ ელოდო პროვოკაციას, ეს იგივეა ზამთარში არ ელოდო სიცივეს. მსგავსი პროვოკაციები იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარია, რომ მობილიზებულები არიან ჩვენი სამართალდამცველები”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები