LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის შედარება მხოლოდ გიორგი ბრწყინვალის ან დავით აღმაშენებლის ეპოქასთან შეიძლება – მიხეილ სააკაშვილი

346
71251324-2366578710247265-725266856415330304-n

1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა და მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ – ეს არის ამონარიდი საქართველოს ისტორიიდან, რომელიც საჯარო სკოლებში გვისწავლია. გიორგი V-მ მეზობელ ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპასა და ეგვიპტის სასულთნოსთან იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებთან ეკონომიკური კავშირები დაამყარა; გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს გავლენის დამყარებისათვის ბრძოლაში.

მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთოერთობის რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკა სხვამ უკეთ როგორ შეაფასოს, ვიდრე თვითონ აფესებს. „თბილისის მეფობისთვის“  ნაკლებ სავარაუდოა ექსპრეზიდენტი იბრძოდეს, თუმცა მისი მომხრეები ბოლო პერიოდში რომ განსაკუთრებით გააქტიურდნენ, ეს ნათელია. ამ მხრივ გამოირჩევა სამეგრელო, სადაც რამდენიმე კვირის წინ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. სამეგრელოს ცოტა ხანში კახეთიც შეუერთდა.

„მსოფლიო დონის პოლიტიკოსს“ როგორც მას აფასებენ, საკუთარ ქვეყანაში დაპატიმრებით ემუქრებიან. უცხო ქვეყნიდან მიხეილ სააკაშვილი საკუთარ წიგნს გვიგზავნის და მისი 9-წლიანი მმართველობის „სიკეთეებზე“ გვიყვება.

„ცხრა წელი იყო ოქროს ეპოქა ​საქართველოსთვის“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ზუგდიდში, მისი წიგნის პრეზენტაციაზე ოდესიდან „სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა.

„ჩვენმა მტერმა ყველაფერი გააკეთა, რომ ცხრა წლისთვის მიეკრა კლიშე, სისხლიანი ცხრა წელი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო ყველაზე სწრაფი, ყველაზე თავბრუდამხვევი, განსაკუთრებული განვითარების ცხრა წელიწადი. ამ ცხრა წლის განვითარების მთავარი გვირგვინი უნდა ყოფილიყო ლაზიკის პორტი და ქალაქი ლაზიკა, რომელიც სინამდვილეში არის ზუგდიდის გაგრძელება. რამდენი კამათია ახლა რაღაც სისულელეებზე და ფაქტი არის ერთი – 2013 წელს მე რომ ვყოფილიყავი ჯერ კიდევ საქართველოს ხელისუფლებაში, 2013 წლის ბოლოსთვის, ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს ჩვენ დავამთავრებდით ლაზიკის პორტის ამოქმედებით და ზუგდიდის, როგორც ქალაქის, სიდიდით სამჯერ გაზრდით და შემოსავლების რამდენიმე ათეულჯერ გაზრდით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

I’ll be back – მიხეილ სააკაშვილის ფოტო სამთავრობო საიტებზე გაჩნდა

მისივე თქმით – „საქართველო იყო უმაღლესი ლიგის მოთამაშე და გადააქციეს რაღაც „ჭე“ კლასში, რაღაც მესამე ლიგაში, ჩამორჩენილ, განუვითარებელ ქვეყნებთან, არშემდგარი ქვეყნების რიგში ჩააყენეს ისევ. ჩემ წიგნში კარგად არის ახსნილი, როგორ აღმოვჩნდით ჩვენ მსოფლიო პროცესების წარმართვის შუაგულში. საქართველო დაისაჯა იმიტომ, რომ განვითარდა სწრაფად და წარმატება ჰქონდა.“

ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის ხანის შედარება მხოლოდ გიორგი ბრწყინვალის ან დავით აღმაშენებლის ეპოქასთან შეიძლება.

წიგნის “ძალის გამოღვიძება” – პრეზენტაცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გაიმართა, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. წიგნის წარადგინა ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა.

წიგნზე ისაუბრა მაია კალანდიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ აქ წაკითხულის შემდეგ, გეუფლება განცდა, რომ არაფერი ყოფილა მარტივი და ისტორია, რომელიც ამ წიგნშია ასახული, ურთულესად გამოვლილი წლებია. წიგნის მნიშვნელობასა და მიხეილ სააკაშვილის პიროვნებაზე ისაუბრეს ისტორიკოსებმა ნიკა მაჭუტაძემ და მიშა დადიანმა.

წიგნში ასევე არის საუბარი იმ რადიკალურ რეფორმებზე, რომელიც გუნდის მმართველობის 10 წლის განმავლობაში განხორციელდა. ამასთანავე მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ წარმატებაზე, ის წარუმატებლობასაც აფასებს.

არ დავუშვებთ თუნდაც, მცირე დოზით პოლიტიკურ სისტემაში მათ რეანიმაციას – კალაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე” (ვიდეო)

რაც შეეხება წიგნის გამოცემას, ის პირველად უკრაინაში გამოიცა, მისი ქართულენოვანი ვერსია კი  საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ იკისრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები