LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა

82
MELIA

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ.

ისინი დღეიდან ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან:

ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.

როგორც საკანონმდებლო ორგანოში შესულმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ისინი დღეს სხდომათა დარბაზშიც იქნებიან წარმოდგენილნი.

„ვაპირებთ დღეს სხდომათა დარბაზში შესვლას, ჩვენი კოლეგები მოდიან. როგორც მივხვდი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს. წყნარად, მშვიდად ავალთ ფრაქციის ოთახში, შემდეგ შევალთ დარბაზში. ჩვენ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით არ მივდივართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, ჩვენ ვართ ძალიან დიდი ოპოზიციური ძალა.

დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას. ამნისტიის კანონპროექტის გადადება გულისხმობს იმას, რომ მათ შეეშინდათ სხდომათა დარბაზში ჩვენი შესვლის. საპარლამენტო მანდატებს 32 ადამიანი ავამოქმედებთ, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩამოცილდეს ხელისუფლებას.“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა პარტიამ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები