LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მზეთამზე” იმუნიტეტს ამაღლებს: როგორია ჯანმრთელი პური, საფუარის გარეშე?

875

”მზეთამზეს” უსაფუარო პურზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. შპს ”ქართული ხორბლის პური – მზეთამზე” ამ ეტაპზე პურის 5 სახეობას აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია კი ”გუდვილში” , ქავთარაძის ქუჩაზე ხორციელდება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი დობორჯგინიძემ განუცხადა, ”მზეთამზეს” პროდუქცია 100%-ით ნატურალურია და უამრავი სასარგებლო თვისებით ხასიათდება.

”მოგეხსენებათ, მსოფლიოში ხორბლის 27 სახეობა არსებობს, აქედან 14 – მხოლოდ ქართულ მიწაზე მოდის. სწორედ ამ 14 ჯიშიდან ერთ-ერთით იწარმოება ჩვენი პროდუქცია – ეს არის წითელი დოლის პური, რომელიც განსხვავებულია თავისი გემოვნური თვისებებით. სწორედ გამორჩეული გემოს გამო იწვევს ჩვენი პური მომხმარებლის დაინტერესებას და მასზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება”, – აღნიშნა დობორჯგინიძემ.

 

მისივე ინფორმაციით, ”მზეთამზეს” პური გარდა განსხვავებული გემოვნური თვისებებისა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა – მაგალითად, ამაღლებს იმუნიტეტს.
”ამასთან, პროდუქციას იმ ტრადიციული მეთოდებით ვაცხობთ, რომლებსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. ანუ ”მზეთამზეს” პური ცხვება ე.წ ხაშზე, ანუ მჟავე ცომზე. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ შემდეგ სახეობებს: თეთრი, რუხი, ჭვავი, ქატო და ცეხვიანი”, – განმარტა ”მზეთამზეს” დამფუძნებელმა.
რაც შეეხება პროდუქციის გასაყიდ ფასს, ის 1 ლარიდან იწყება და 3 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, კომპანია შპს ”ქართული ხორბლის პური – მზეთამზე” უსაფუარო პურს უკვე ერთი წელია აწარმოებს და ფლობს მცირე ზომის ფურნეს, სადაც 2 მცხობელია დასაქმებული. სამომავლოდ კომპანია გაფართოებასაც გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები