LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზად ვარ შევხვდე მიხეილ სააკაშვილს” – ლევან იოსელიანი

127
BeFunky-collage - 2023-03-15T232831.880

მე ყოველთვის მზად ვარ მივიდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ის აპირებს შეხვდეს სახალხო დამცველის შუამავლობით შექმნილ ექიმთა კონსილიუმს, ასევე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს.

„თქვენ იცით, რომ არსებობს სახალხო დამცველის კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ შევხვდე მათ და მათგან მოვისმინო კონკრეტულად რა გეგმა აქვთ და როგორ აპირებენ ამ პროცესის გაგრძელებას.

ვაპირებ შევხვდე ყველა დაინტერესებულ პირს, მის ოჯახს წევრებსაც და მათი მოსაზრებებიც მოვისმინო ამასთან დაკავშირებით და თავისთავად, სახალხო დამცველი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში, მე ყოველთვის მზად ვარ მივიდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს. ჩათვალეთ, რომ ეს არის შეთავაზება”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები