LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს ხალხის გასამხნევებლად აუცილებელი იქნება: მეუფე ნიკოლოზი

402
მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი მზადყოფნას გამოთქვამს, აიცრას საჯაროდ, თუ, მისი სიტყვებით ეს ხალხის გასამხნვებლად აუცილებელი იქნება.

“ვისაც უნდა აიცრას, ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, ნებისმიერი დაძალება აცრის ან აუცრელობისა მიგვაჩნია გაუმართლებლად”

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ აცრის ან აუცრელობის დაძალბა ყოვლად გაუმართლებელი საქციელია და თუ რომელიმე სასულიერო პირი ამას აკეთებს, ეს არასწორია.

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ზიარებაზე არც აცრა და არც აუცრელობა არ იმოქმედებს

“„სასულიერო პირებმა წმინდა სინოდის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია არის აბსოლუტურად თავისუფალი აქტი, თავისუფალი ყოველგვარი რელიგიური შეფასებისაგან” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

“მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან გავიარე კონსულტაცია და არ მირჩია აცრა ჩემი პირადი ვითარებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად” – მეუფე ნიკოლოზი

“რაც შეეხება პრეზიდენტის მოწოდებას, რომელმაც მოუწოდა ეკლესიას, რომ ქვეყნის ინტერესები გაატაროს და ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდოს, იმიტომ რომ ვართ რელიგიური და არა სამედიცინო ორგანიზაცია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭუროთ მას ქვეყანაში ამ რთული ვითარებისას პირადი მაგალითით. ბევრი სასულიერო პირი უკვე აიცრა, მღვდელმთავრები აიცრნენ და თუ საჭირო იქნება – ყველანი, პირადად მეც მზად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან გავიარე კონსულტაცია და არ მირჩია აცრა ჩემი პირადი ვითარებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები