LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მყავს მცირეწლოვანი შვილი… არავინ ფიქრობს, ამ ბინძურ კამპანიას რა შეიძლება მოჰყვეს“ – „კაწროს“ მეუღლე გვარამიას პასუხობს

396
kawro 22

“მთა­ვა­რი არ­ხის” ვერსიით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში კვა­ლი ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლამ­დე, იგი­ვე “კაწ­რომ­დე” მი­დის. არხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც ამბობს, რომ საქმეს ბოლომდე მიჰყვება და გამოიძიებს, ამ­ტკი­ცებს, რომ აქამ­დე ტე­ლე­ვი­ზი­ით არ­გა­სულ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ხვდე­ბა დი­დუ­ბის სად­გურ­თან მან­ქა­ნით ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი (შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მცხე­თი­დან თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მან­ქა­ნით წა­მო­იყ­ვა­ნეს) მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ სწო­რედ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლია.

გვარამია ასევე ამტკიცებს, რომ 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი საქ­მის ცხელ კვალ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ვი­ღა­ცას არ აძ­ლევ­და ხელს, რად­გან და­კა­ვე­ბუ­ლი “ნა­ხა­ლოვ­კე­ლი” მო­რაგ­ბე­ე­ბი ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბი­დან არი­ან, ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი კი, „ოცნებას­თან“ და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია – ის ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. გასულ კვირას კი ის კახი კალაძესთან ერთად რაჭაშიც იმყოფებოდა.

ბიძინა ივანიშვილის შვილი “კაწ­როს” მეჯ­ვა­რე და შვი­ლის ნათ­ლი­აა და სწორედ ამ კავ­ში­რე­ბის წყა­ლო­ბით, ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მე­გობ­როს მფარ­ვე­ლო­ბას ახერ­ხებს.

„მთავარში“ გასულ სიუჟეტს ავთანდილ ბილანიშვილის მეუღლე ნათია აოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჟურნალისტიკის არსი ფაქტის გამოვლენა და ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა, მაგრამ რა ჟურნალისტიკაზე და გადამოწმებაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც საქმე „მთავარ არხს“ და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ეხება.

ჟურნალისტებსაც არ ვუწოდებ მათ, ვინაიდან არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ამ პროფესიის ღირსეულ წარმომადგენლებს, ვინც მართლა სიმართლეს ემსახურება და არა სიცრუის და ჭორების გავრცელებას. უკვე ერთ კვირაზე მეტია „მთავარი არხის“ მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ. ყოველგვარი მტკიცებულების და დასაბუთების გარეშე ისინი ცდილობენ, დაუკავშირონ ავთო ბილანიშვილის სახელი საშინელ ტრაგედიას, რომელმაც მართლა შეძრა მთელი საქართველო.

და აი, ამ ამბავს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებ, აქ უკვე ამ არხის თანამშრომლებს ადამიანებსაც ვეღარ ვუწოდებ. ჩემი მეუღლე იმიტომ შეიძლება იყოს დაკავშირებული თურმე ამ ამბავთან, რომ ცხოვრობს „ნახალოვკაში“, ხოლო ბერა იმიტომ, რომ მეგობრობს ავთო ბილანიშვილთან.

ალბათ ხვდებით, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე. ეს არხი ყოველდღიურად არაერთ ადამიანს აზარალებს ჩემი ოჯახის მსგავსად. ამაში ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ მათი დეზინფორმაცია ჩვენც შეგვეხო.

ადვილია იმის თქმა – „შენ ხო იცი მაგათ არავინ არ უყურებს“, „ყველამ იცის, ესენი რომ მატყუარები არიან“, „მაგათ არაფერი დაეჯერებათ“ და ა.შ. მაგრამ მე მყავს ოჯახში მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მისვამს კითხვებს და ავადმყოფი დედამთილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ადამიანი რამდენიმე დღე ლოგინად იყო ჩავარდნილი.

არავინ ფიქრობს, ამ დროს ამ ბინძურ მიზანმიმართულ შავ კამპანიას რამხელა ტრაგედია შეიძლება მოყვეს! „მთავარის“ მთავარი არსი ხომ სწორედ იმაშია, რომ შექმნას ტყუილი, ამ ტყუილით მოახდინოს მოკლე და იაფფასიანი ეფექტი საკუთარ მიმდევრებზე, რომ შემდგომ მათ მეთაურს ჰქონდეს ჭორაობის, ლანძღვის და გინების საფუძველი გადაცემებში“, – წერს ავთო ბილანიშვილის მეუღლე ნათია ბილანიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები