LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვანე ზღაპარი, ანუ დამალული მარგალიტი საქართველოში, სადაც უამრავი მითი ტრიალებს (ფოტოები)

1086
107817213-3481853191827414-7665429609130710487-o

საქართველოში აღმოსაჩენი, რომ ჯერ კიდევ ბევრია – ამაზე, ალაბთ, ადგილობრივი მოგზაურები ერთხმად თანხმდებიან. იმ ფონზე, რომ ჯერჯერობით ჩვენი ქვეყნის საზღვრები, covid19-ის პანდემიის გამო, ჩაკეტილია და ამ ზაფხულს, საზღვარგარეთ გამგზავრებასა და დასვენებას ვერ შევძლებთ, დროა უკეთ გავიცნოთ საკუთარი ქვეყანა და ჩვენი კურორტები.

სოციალურ ქსელში, სპეციალურად მოგზაურებისთვის შექმნილ ჯგუფში, კურორტი ნუნისის შესახებ მცირე ინფორმაცია და ფოტომასალა ვრცელდება.

როგორც ფოტოების ავტორი წერს, კურორტი ნუნისი ხარაგაულის რაიონის დამალული მარგალიტია, სადაც უამრავი მითი ტრიალებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტებით დაწყებული, ნოეს კიდობნით დამთავრებული.

„ეს არის ბალნეოლოგიური კურორტი და ის მწვანე ზღაპარი, სადაც ადამიანები აბსოლუტურ სინქრონში არიან ბუნებასთან“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ნუნისის შესახებ

ბალნეოლოგიური კურორტი ნუნისი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ხარაგაულის რაიონში მდ. ნუნისწყლის ხეობაში, ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალური პარკის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე. ნუნისი ცნობილია სამკურნალო (ბალნეოლოგიური) თვისებების მქონე მინერალური წყლით. თავისი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებების გამო, ამ წყალს არ აქვს ანალოგი მსოფლიოში. დასვენება ნუნისში ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს კანის დაავადებები, ასევე ნერვიული აშლილობის ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობისას, ადგილობრივ ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. დაუვიწყარ დასვენებასა და მკურნალობას განაპირობებს მთის ჰაერი და მიმზიდველი, ლამაზი ბუნება.

აღსანიშნავია, რომ კურორტი არსებობს 1856 წლიდან. ნუნისის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ საბაგიროთი, ასე რომ დაივიწყეთ გამონაბოლქვი და მანქანების ხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები