LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკის მასწავლებლობიდან „გრემის“ 9 გზის გამარჯვებამდე –  შერილ ქროუს უცნობი ისტორია

129
შერილ ქროუ

შერილ ქროუ მუსიკალურ სამყაროშო 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. როდესაც 24 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში ჩავიდა, მას არ ჰქონდა არავითარი კონტაქტი მუსიკალურ სამყაროსთან. ქროუმ ოფიციანტად დაიწყო მუშაობა და პარალელურად საღამოობით კლუბებში მღეროდა.

შერილ ქროუ მისურის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მან სწავლა 1984 წელს დაასრულა და სენტ-ლუისის სკოლაში მუშაობა მუსიკის მასწვალებლად დაიწყო. სკოლაში მან 1986 წლამდე იმუშავა, მოგვიანებით კი ლოს-ანჯელში საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა.

პირველი სერიოზული სამსახური ქროუმ მაიკლ ჯექსონის გუნდში, ბექ-ვოკალისტად დაიწყო. პირველი კონტრაქტი კი A & M Records-თან 1991 წელს გააფორმა, ზუსტად ერთ წელიწარდში კი მისი პირველი სოლო ალბომი გამოვიდა, რომელიც მომღერალს არ მოეწონა. ამას მოჰყვა 1993 წელს გამოსული Tuesday Night Music Club, 1996 წელს გამოსული Sheryl Crow  და კიდევ 11 ალბომი, რომელმაც მუსიკოსს არნახული წარმატება მოუტანა. ის 31 ჯერ იყო ნომინირებული „გრემიზე“ და 9-ჯერ გახდა გამარჯვებული. 1997 წელს ქროუმ დაწერა საუნდტრეკი ჯეიმს ბონდის ფილმისთვის Tomorrow Never Dies, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მსოლიო ჩარტების სათავაში იყო გამწესებული.

შერილ ქროუ აქვს უიშვიათესი დაავადება, ძილის პარალიზი. ესაა მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ძილიდან გამოსვლა უჭირს, ის იღვიძებს, მაგრამ ფეხების, ხელებისა და სხეულის სხვა ნაწილების ამოძრავებას ვერ ახერხებს. როგორც ამბობენ, ეს გენეტიკური პათოლოგია მას დედისგან გამოჰყვა.

ჟურნალ People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შერილ ქროუ ამბობს, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება მისი შვილებია. მან პირველი ვაჟი 2007 წელ იშვილა, მეორე კი, 2010 წელს. ამბობს, რომ ძალიან ფრთხილი დედააა და მკაცრად უზღუდავს შვილებს ტექნიკის გამოყენებას. მათ არ აქვთ სმარტფონები, ოთახაში არ აქვთ ტელევიზორები და ეკრანთან დღეში მხოლოდ 30 წუთს ატარებენ.

რეალურ ცხოვრებაში ქროუ ძალიან დაბალია, არადა ეკრანზე ის ძალიან მაღალი და გამხდარი ჩანს. კლიპებში მის ასამღლებლად სპეციალურ ვიზუალურ ეფექტებს იყენებენ, ცხოვრებაში კი მუდად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადის.

2006 წელს შერილ ქროუს მკერდის კიბოს სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. მუსიკოსმა ინფორმაცია მძიმედ მიიღო, მაგრამ მოქმედება სწრაფად დაიწყო. პირველი სტადიის მიუხედავად, მას მასტექტომია ჩაუტარდა. ამის შემდეგ რეციდივის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები