,,დამპალოს” სასაფლაოზე 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი მეორე პირსაც წარუდგინა.  ვახტანგ ბურძენაძეს ბრალი ორი მუხლით ედება: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ძალადობა ჯგუფურად. ინფორმაციას ამის სესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“2020 წლის 8 იანვარს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით,  ქ. თბილისის ტერიტორიაზე  დაკავებულ იქნა მოქალაქე  ვ.ბ.  დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით  8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.” – წერია უწყების განცხადებაში.

აქვე განმარტებულია შემთხვევის დეტალები, რაც პროკურატურის მიერ გამოძიებული მასალებიდან დადგინდა.

“6 იანვარს  მურად წურწუმიას  გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო გარდაცვლილის  დედა და ასევე დაზარალებულად  ცნო მუხრან ჩხვირკია.  გამოძიების ფარგლებში, უმოკლეს პერიოდში   ჩატარდა  სამოცდაათამდე   საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის  სამედიცინო პერსონალი, დაინიშნა ექსპერტიზები და დამატებით გამოიკითხა დაზარალებული. ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია,  რომ 2020 წლის 2 იანვარს,  ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია  და მურად წურწუმია  იმყოფებოდნენ  ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ  ბრალდებულები ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება  წარმოიშვა მუხრან ჩხვირკიას  და გარდაცვლილ მურად წურწუმიას მიერ ბრალდებულ ზ.ფ.-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ავტომანქანის შეჯახების შემდეგ კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ბრალდებულებმა ზ. ფ.-მ და  ვ.ბ.-მ, ჯგუფურად,  მურად წურწუმიას   მიაყენეს  სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რის გამოც ეს უკანასკნელი,  4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მუხრან ჩხვირკიამ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას ახლად მოპოვებული მტკიცებულებების,  ექსპერტიზების დასკვნების და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების  თაობაზე.

მოკლული წურწუმიას ოჯახი რამდენიმე დღე ითხოვდა მკვლელობაში თანამონაწილე მეორე პირის დაუყონებლივ დაკავებას და დასჯას, თუმცა დღემდე პროკურატურა აცხადებდა, რომ მეორე პირის ბრალეულობა აღნიშნულ საქმეში არ იკვეთებოდა. საქმეში არსებობს ერთადერთი მოწმე, რომელიც გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდა და რომელიც სიკვდილს გაქცევით გადაურჩა.

ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა – სპეცრაზმელი, რომელმაც 24 წლის ბიჭი მოკლა

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05