LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუქარა ლგბტ თემთან დაკავშირებულ გადაცემაში მონაწილეობისთვის – პირი პასუხისგებაში მისცეს

154
18486331_10211155474436984_5464647480043109145_n

დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე მოქალაქე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე  საქართველოს შსს  ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება 2019 წლის 22 მაისს დაიწყო.

საქმე ეხება 19 მაისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მომხდარ ინციდენტს. კერძოდ, პირი სექსუალური ორიენტაციის
ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

შსს-ს ცნობით, მუქარა გამოწვეული იყო მოქალაქეს მიერ ლგბტ თემთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელე-გადაცემაში მონაწილეობის მიღებასთან.

“ბრალდებულ ზ.ყ.-ს წარედგინა ბრალდება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენისათვის, რაც
გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება,”- აღნიშნავენ შსს-ში.

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულ იქნა ინციდენტის შემსწრე ყველა პირი.