ეგვიპტემ ტურისტების მოსაზიდად ბენტის პირამიდა გახსნა. Bbc-ის ინფორმაციით, ამიერიდან, ვიზიტორები შეძლებენ 79 მეტრი სიღრმის გვირაბის გავლით პირამიდაში მოხვედნენ და აქ არსებული სარკოფაგები, ასევე არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ანტიკური, უნიკალური ნივთები დაათვალიერონ.

აღსანიშნავია, რომ ბენტის პირამიდა კაიროს სამხრეთიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ის ფარაონმა სნეფერუმ ჩვ.წ.აღ 2,600 წელს ააშენა. თავად ფარაონი სნეფერუ ეგვიპტის ისტორიაში შესრულია როგორც პირამიდების მშენებელი. სწორედ მას მიაწერენ 2 თუ 3 პირამიდის აშენებას (მედუმის პირამიდა, „გაბზარული პირამიდა“ და შესაძლოა, დაშურის „წითელი“ პირამიდაც). მის დროს ეგვიპტე ძლიერი სახელმწიფო იყო.

მსგავსი თემები