LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხრანში შუახნის მამაკაცი მოკლეს – მოკლულის შვილმა კი თავი მოიკლა

89
muxrani

სოფელ მუხრანში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე დაიჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. მოკლულის შვილმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას და 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შემთხვევა მუხრანში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები