LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუდმივი წუწუნი ნეგატიურ ენერგიას იზიდავს და თქვენს გარშემომყოფებსაც აზიანებს

35139
shutterstock-1172496505-1024x612

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ნორმალურია ხანდახან საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, მუდმივი წუწუნი ნეგატიურ ენერგიას იზიდავს.

ხანდახან აუცილებელიც კია გზა მივცეთ საკუთარ ემოციებს და ხმამაღლა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც გვაწუხებს. სტრესის მოსახსნელად ეს ერთგვარი თერაპიაა. თუმცა თუკი მუდმივად ვკონცენტრირდებით იმაზე, რაც არ მოგვწონს და მუდმივად ვიწუწუნებთ, ეს უარყოფითად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე.

„თუკი თქვენ მუდმივად უკმაყოფილებას გამოთქვამთ ყველაფრის გამო, ან ასეთი ადამიანებით ხართ გარშემორტყმული, არ გაგიკვირდეთ, თუ მალევე თქვენს ცხოვრებაში პრობლემების რაოდენობა მოიმატებს“,  – აცხადებს ჯონ გორდონი, ავტორი წიგნისა The No Complaining Rule, რომლის აზრითაც მუდმივად ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანების გარემოცვაში ტრიალი სრულიად თავისუფლად შეიძლება შევადაროთ თამბაქოს პასიურ მოხმარებას.

გარდა იმისა, რომ ნეგატიური ფიქრები ცუდ გავლენას ახდენენ განწყობასა და ხასიათზე, ბოლო კვლევების თანამხად მათ შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ ტვინის ფუნქციონირებაზეც.

ყველაზე ძნელი წუწუნა ადამიანებთან ურთიერთობაში ისაა, რომ მათ არ ესმით, რამდენად ნეგატიურად არიან განწყობილნი სამყაროს მიმართ, რომელიც ზუსტად იმავე უბრუნებს მათ.

ასეთი ადამიანები ყოველთვის პოულობენ უკმაყოფილების მიზეზს, რაც შესაძლოა სრულიად უმნიშვნელო წვრილმანიც კი იყოს. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის შედეგად ისინი სტრესში ვარდებიან, რაც ცუდად აისახება ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.

მეცნიერები გვირჩევენ შევცვალოთ დამოკიდებულება მოვლენებისა და გარშემომყოფების მიმართ. ამისათვის საუკეთესო გზაა ვეცადოთ, დავინახოთ ყველაფრის დადებითი მხარე. იმ შემთხვევაში კი, თუ პრობლემა გვაქვს, ვიფიქროთ მისი გადაჭრის გზებზე, თავად პრობლემაზე ნერვიულობის და წუწუნის ნაცვლად.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები