LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუდმივად სიმართლის თქმა ბევრ მეგობარს ვერ შეგძენს, მაგრამ ვინც დაგიმეგობრდება, სამუდამოდ შენი ერთგული იქნება“- ჯონ ლენონის ცნობილი გამონათქვამები

16485
1

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ბრიტანული იმპერიის საპატიო ორდენოსანი, მშვიდობის აქტივისტი, ჯონ ლენონი დღეს იუბილარია. ჯგუფ „ბითლზის“, როგორც ყველაზე პოპულარული მუსიკალური ბენდის ისტორიაში, ჯონ ლენონის წვლილი შეუფასებელია.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჯონ ლენონის ცნობილ ფრაზებს:

მიეცით სამყაროს შანსი.

გამოცდილება – არა ასაკი, არამედ ნაცხოვრები წლებია.

თუ უფსკრულის პირას დგახარ და ორჭოფობ, გადახტე თუ არა – აუცილებლად გადახტი!

თანამედროვე სამყარო – შეშლილი ადამიანების რბოლაა შეშლილი მიზნებისკენ.

არაა საჭირო ყველას სათითაოდ აუხსნა ვინ ხარ და რას წარმოადგენ. ვინც ხედავს – ხედავს, ვინც ვერ ხედავს – არცაა საჭირო.

ცხოვრება ისაა, რაც მაშინ ხდება, სანამ შენ სამომავლო გეგმებზე იმტვრევ თავს.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემი გაკონტროლება შეუძლია თვითონ მე ვარ, თუმცა მეც იშვიათად გამომდის.

ვისაც ჰგონია, რომ სიყვარული და მშვიდობა – მოძველებული კლიშეა – მისი პრობლემაა, ჩემთვის სიყვარული და მშვიდობა მარადიული ფასეულობაა.

რაც მეტს ვცხოვრობ, მით უფრო ნაკლებად მინდა სიცოცხლე!

სიამოვნებით გატარებული დრო, არასდროს ითვლება დაკარგულად.

ნებისმიერი მამაკაცის მთავარი ძალა – ქალია, რადგან ქალის გარეშე ნაპოლეონიც ჩვეულებრივი იდიოტი იქნებოდა.

მართალია, მუდმივად სიმართლის თქმა ბევრ მეგობარს ვერ შეგძენს, მაგრამ ვინც დაგიმეგობრდება, სამუდამოდ შენი ერთგული იქნება.

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა თვალდახუჭული ცხოვრება, როცა ვერაფერს ხედავ, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს რეალობისთვის თვალის გასწორება.

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, მაინც არასდროს ვიტყვით იმას, რასაც სინამდვილეში ვფიქრობთ.

აზრი არ აქვს დააჯერო საკუთარი თავი იმ ადამიანის სიძულვილში, ვინც სინამდვილეში სიგიჟემდე გიყვარს.

საკუთარ თავში ძიებას და უარყოფითის მიღებას ნიჭი და გამბედაობა სჭირდება.

მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ ჩემზე სხვები, რადგან მაინც არასდროს გავხდები ისეთი, როგორიც მათ უნდა, რომ ვიყო.