LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთვრალი “3 000 ლარიანი” თბილისის ქუჩებში კომენდანტის საათის დროს (ვიდეო)

158
BeFunky-collage - 2020-05-18T114825.309

ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ძალაში შევიდა მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. აღნიშნული დროის მონაკვეთში აკრძალულია მოძრაობა, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე ნებისმიერი სახის ტრანსპორტის (გარდა სპეციალური საშვით მოსარგებლე პირების).

21 მარტიდან დღეის ჩათვლით შს სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 99 ახალი ფაქტი გამოვლინდა. 98 მოქალაქე კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, ხოლო ერთი პირი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.

დაჯარიმებულ მოქალაქეებს შორის ჩაითვლება პირი, რომელიც წუხელ, გვიან ღამით თბილისში, რობაქიძის გამზირზე, ნასვამ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა. ვიდეო “ფორტუნას” ჟურნალისტმა გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ პირი, რომელიც ფეხით გადაადგილდება, გზის სავალი ნაწილის პარალელურად, ბორდიურზე მოძრაობს დავით აღმაშენებლის ძეგლიდან დიდუბის მიმართულებით. ამავე გზის ნაწილში დიღმის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ოფისია განთავსებული. ვიდეოში ასევე ისმის, რომ ნასვამი ახალგაზრდა მამაკაცი ხმამაღლა იძახის, რომ ის უკმაყოფილოა კომენდანტის საათით.

აღნიშნული შემთხვევის გაგრძელება უცნობია, ვინაიდან შს სამინისტრო კონკრეტულ შემთხვევებზე ინფორმაციას არ იძლევა. რაც შეეხება უწყების განმარტებას, აქ წერია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარის ოდენობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები