LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთვარობას ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს: ვინ არის დოჭვირი

1616
39f6e71cb66a4bca1cf61da757907cc4-XL

საქართველოს მთვარობის საკანონმდებლო ინიციატივებს, პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობებს და მათ კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა შეუფერხებლად განხორციელებას დღეიდან შეუდგება ბექა დოჭვირი. მთავრობის ახალი საპარლამენტო მდივნის დანიშვნას პრემიერ მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

2009 წლიდან 2013 წლამდე ბექა დოჭვირი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი იყო.  2013 წლის აპრილიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატში მუშაობდა.

დოჭვირმა იურიდიული საქმიანობა 2015 წელს ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გააგრძელა. შემდეგი სამსახური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიცია იყო,  ხოლო  2017 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოზიციიდან გადავიდა.

 

ბექა დოჭვირის შესახებ თანემდებობრივი და სამასახურეობრივი პოსტების შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე იქნება

საქართველოს კანონში საპარლამენტო მდივნის შესახებ მითითებულია, რომ საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ან სამინისტროს თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ეს კანონი განსაზღვრავს საპარლამენტო მდივნის უფლებამოსილებებს საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობებისას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები