LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთვარობა ფრენებს 2 ევროპული ქალაქის მიმართულებითაც დააფინანსებს

69
80-1

ავიარეისების ხელშეწყობა არა მხოლოდ რუსეთის სატრანზიტო მიმართულებით, არამედ ევროპიდანაც მოხდება – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს.

„როგორც იცით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი და ჩვენი ეკონომიკისთვის მოულოდნელი დარტყმა იყო რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერება. ამან დააზარალა, როგორც ტურისტული ბიზნესი, ასევე საავიაციო ბიზნესიც. მთავრობამ სწრაფად მოახდინა რეაგირება, შეხვდა მოსახლეობას და მოისმინა მათი მოსაზრებები, ასევე შეიმუშავა სტიმულირების პაკეტი. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხორციელდება სუბსიდირება, არასწორია. ჩვენ უზრუნველვყავით მარკეტინგული მხარდაჭერის სტიმულირების პაკეტი, რომლის გამოყენებაცაა გაწერილი მთავრობის დადგენილებაში”, – აღნიშნავს ჩოგოვაძე.

მთავრობა თუ ჩვენი ჯიბიდან აპირებს ტურისტების შემოყვანას, რაღა რუსეთიდან? - გოცირიძე

"მთავრობა ერთი რუსი ტურისტის ჩამოყვანაში ქართულ ავიაკომპანიას 290 ლარს ჩუქნის"

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, სატრანზიტო ფრენები რუსეთიდან 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს. საუბარია რეისებზე, რომლებიც რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ხორციელდება. გარდა ამისა, პრემიერის მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი ნომერ 331-ე დადგენილებით, მთავრობა დააფინანსებს ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეისებსაც 1,200,000 ევროთი. დაფინანსება ეხება თბილისი-ლონდონი-თბილისისა და თბილისი-ბრიუსელი-თბილისის მიმართულებებს. პროგრამისთვის საჭირო თანხას “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” გამოყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები