LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV თბილისის შესახებ: „სავარაუდოდ, ყველაზე მაგარი ქალაქი მსოფლიოში“

2201
tbilsbews19

MTV UK თბილისის შესახებ წერს, რომ სავარაუდოდ, ის ყველაზე მაგარი ქალაქია მსოფლიოში. ვრცელ სტატიაში, სადაც თბილისში გადაღებულ ფოტოებსაც ნახავთ, ბევრი რამ წერია საქართველოს დედაქალაქის შესახებ.

„როცა თბილისზე ვსაუბრობთ, არაფერია საიდუმლო. საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოს გარშემო მოგზაურებს უკვე დიდი ხანია, აჯადოვებს თავისი ალტერნატიული სახელოვნებო სცენებით, მსოფლიო კლასის კლუბებითა და დაუვიწყარი სამზარეულოთი – და ის ევროპაში, ეჭვგარეშე, ყველაზე ტრენდულ ქალაქად იქცევა.

ქალაქი ორი ნაწილისგან შედგება – ძველი ქალაქისგან, რომელიც ანტიკური მაღაზიებითაა სავსე, სადაც საბჭოთა ეპოქის ომის დროინდელ მედალებსაც შეიძენთ და უფრო მეტად ტრენდული არეალებით, სადაც ხალხით სავსე ბარებში ადგილობრივები ალკოჰოლურ სასმელს სიამოვნებით სინჯავენ უცხო ადამიანებთან ერთად. ქალაქი მოგეჩვენებათ ძალიან ახლობლად და იმავდროულად, ძალიან უცხოდ, და შეუძლებელია, ქართული ცხოვრების სტილით არ მოიხიბლოთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები