LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდაზე ცესკო-მ ბუჩქის ძირას მცხოვრები ამომრჩეველი დაარეგისტრირა (ფოტო)

601
241700871

მთაწმინდაზე ცესკო-მ ამომრჩეველი ბუჩქის ძირას დაარეგისტრირა.

შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინ სიების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს, ცესკო-ს სიაში ფაქტობრივ მისამართად იუსტიცის სახლის მიმდებარე “ბუჩქის ძირას” აქვს მითითებული. უცნობია, კონკრეტულად რომელი ბუჩქის ძირს არის რეგისტრირებული მოქალაქე გიორგი ნ.

თავდაპირველად ინფორმაცია ამის შეახებ სოციალური ქსელით გავრცელდა. „რუსთავი 2″-მა ეს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ცესკო-ს ვებგვერდზე სიაში მოქალაქე ბუჩქის ძირას არის რეგისტრირებული.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები