LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ახალი ინიციატივა – „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ შეიქმნა

120
20180615165943

„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ არის საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც მიმართულია ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გავრცელების გამო დეველოპერულ, სამშენებლო სექტორში წარმოშობილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევისაკენ.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ის ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას სხვადასხვა კომპონენტის მეშვეობით. მისი მიზანია უძრავ ქონებაზე წვდომის გაუმჯობესება იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები ან/და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის გადახდის შესაძლებლობა.

აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია ზემოხსენებულ სექტორში წარმოშობილი იმ გამოწვევების საპასუხოდ, როგორებიცაა: დეველოპერული კომპანიების შემცირებული წვდომა კაპიტალზე, წინასწარი გაყიდვების მაჩვენებლის ვარდნა, უძრავი ქონების ფასების შესაძლო შემცირება სამშენებლო პროექტის დასრულების რისკების ზრდა და ა.შ.

დღეს დამტკიცდა მექანიზმი, რომლითაც ბინის შეძენის მსურველებს სესხის პროცენტს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს

"შემდეგი კვირიდან ბინის შეძენის მსურველ ადამიანებს შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს"

პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს – კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსების ნაწილი და კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის საგარანტიო ნაწილი. აღნიშნული კომპონენტებით სარგებლობა ერთ სესხთან მიმართებით შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე, ასევე პარალელურად. პროგრამის სუბსიდირების კომპონენტი მოიცავს სააგენტოს მიერ პროგრამის ბენფიციარისათვის 5 წლის მანძილზე მის იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფინანსებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისად, კერძოდ, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობაა რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.5 %-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით არის 4%. სააგენტოს თანადაფინანსების წილი მცირდება რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისად იმ დრომდე სანამ რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5%-ს.

პროგრამის საგარანტიო კომპონენტი მოიცავს სააგენტოს მხრიდან იპოთეკური კრედიტების გარანტიით უზრუნველყოფას ინდივიდუალური სესხის არაუმეტეს 20%-სა და თითოეული კომერციული ბანკის პორტფელის არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. გარანტია წარმოადგენს სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის კომერციული ბანკების მიერ საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხების დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების ინსტრუმენტს. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ 5 წლის ვადით.

ამასთან, ნებისმიერ დროს ბანკი ბენეფიციართან შეთანხმებით უფლებამოსილია გამოათავისუფლოს სახელმწიფო გარანტია და ჩაანაცვლოს სხვა უზრუნველყოფით. მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურ პირს პროგრამის საგარანტიო ნაწილის ფარგლებში ჩართვის შესაძლებლობა აქვს მიმდინარე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით გაცემულ იპოთეკურ კრედიტებზე, ხოლო სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში ჩართვის შესაძლებლობა აქვს მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაცემულ იპოთეკურ კრედიტებზე.

ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები