მთავრობას აქტიური მხარდამჭერი არ შერჩა, ამიტომ ხელისუფლება თვითიზოლაციაში გადავიდა – გია ხუხაშვილი

180
0879520ac0ac64d89db0949a71d549ad

„მას შემდეგ, რაც არჩევნებზე მოაწყვეს, ხელისუფლებას აქტიური მხარდამჭერი პრაქტიკულად აღარ ყავს, მათ დასაცავად არავინ არ გამოვა, ამიტომ დღეის მდგომარეობით ხელისუფლება თვითიზოლაციაში გადავიდა“,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა, რომელიც კორონავიურუსის ინფექციის პიკური გავრცელების ფონზე მიმიდინარეობს.

„ცუდია ასეთი პოლიტიკური მღელვარება, როდესაც გვაქვს სერიოზული პრობლემა სიცოცხლის რისკთან დაკავშირებით, მაგრამ მეორეს მხრივ პასუხისმგებლობის გადაკისრება ოპოზიციაზე იმ ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად ეს კრიზისი ხელისუფლებამ შექმნა და ის არის პასუხისმგებელი ნებისმიერ პრობლემაზე ქვეყანაში, უცნაურად გამოიყურება. ჩვენ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით, წინ მეორე ტურებია, რა ზომებიც არ უნდა მიიღონ ბუნებრივია ეს პოლიტიკურ აქტივობებს ვერანაირად ვერ შეეხება“.-განაცხადა პოლიტოლოგმა.

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგები და მასთან დაკავშირებული პროცესები ხელისუფლებისთვის საბედისწერო აღმოჩნდება.

„მისმა მხარდამჭერებმაც კი, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ იციან და დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ რაღაც „იმაიმუნა“ არჩევნებზე. გასაგებია, რომ მისი მხარდამჭერები ამას არ გააპროტესტებენ, მაგრამ პატივიცემას დაკარგავენ ხელისუფლის მიმართ.

მას შემდეგ, რაც არჩევნებზე მოაწყვეს, ხელისუფლებას აქტიური მხარდამჭერი პრაქტიკულად არ ჰყავს, მათ დასაცავად არავინ არ გამოვა, ამიტომ დღეის მდგომარეობით ხელისუფლება თვითიზოლაციაში გადავიდა“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები