LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ქუთაისის აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოყვანაზე მუშაობს

55
208220625-1804180816447779-6115124635071414537-n

საქართველოს მთავრობა გერმანულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Eurowings ქუთაისის აეროპორტში ოპერირებასაც სთავაზობს.

„ავიაკომპანია Eurowings-ის მმართველი გუნდი თბილისს ეწვია. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვქონოდა მათთან შეხვედრა, რომელიც იყო საკმაოდ ნაყოფიერი. შეხვედრისას ვისაუბრეთ, რომ გაფართოვდეს Eurowings-ის დაფარვის ზონა საქართველოში და თბილისის გარდა, მათ ასევე იფრინონ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში. ჩვენ ვხედავთ, რომ მზარდია მოთხოვნა Eurowings-ის რეისზე თბილისის მიმართულებით. სწორედ ამიტომაც, მოლაპარაკება შეეხო ახალი ევროპული მიმართულებით შესაძლო ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა, ავიაკომპანია Eurowings-თან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Eurowings-მა დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი უკვე შეასრულა. ავიაკომპანია აღნიშნულ რეისზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები