LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა მსჯელობს, შევძლებთ თუ არა წელს ზამთრის კურორტებზე დასვენებას – „ეს კითხვა დგას“

77
e0b863f873638efa81a0f8773b39882d-XL

ეკონომიკის მინისტრის თქმით, არსებულ პირობებში რამდენადაა შესაძლებელი სრულფასოვნად იმუშაონ ზამთრის კურორტებმა, ეს კითხვა დგას. როგორც ნათია თურნავა განმარტავს, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე მსჯელობა მიდის.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. თქვენ იცით, რომ მასშტაბურ „ლოქდაუნს“ არ ვაპირებთ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოზიცია. უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, ანუ ვმართოთ თუნდაც ეპიდემიის ასეთი გაზრდილი გამოვლინებები. ამავდროულად ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი, პირიქით, შევინარჩუნოთ და მხარი დავუჭიროთ გაჯანსაღების ტენდენციას, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის ცნობილი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იფუნქციონირებს, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ეპიდემიოლოგების რჩევები. თუ რა დოზით, რა დონით და რა გეოგრაფიით იქნება ეს წერტილოვანი შეზღუდვები აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ ზამთრის კურორტებზე. ზამთრის კურორტი ისევე, როგორც საზაფხულო კურორტი, დიდი მობილობის გენერატორია და ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიურად გარკვეული კითხვები არსებობს“, – ამბობს ნათია თურნავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები