LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთარშიც აუნაზღაურებს: “იმავე პრინციპით, როგორც აქამდე იყო”

205
BeFunky-collage (7)

მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დღეს გიორგი გახარიამ ისაუბრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოქალაქეების დახმარების პრინციპი უცვლელია.
“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იმავე პრინციპით, როგორც აქამდე იყო, 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპნესირებული.
რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქლაქეებს ექნებათ შაშუალება ასეთ დახმარებაზე თვქან უარი”- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები