LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა „ცუდად“ მუშაობს, არჩევნებზე არ წავიდოდნენ, პარტიებიდან არც ერთი მოსწონთ – NDI

127
Accessories

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს, ახალი კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია გამართა. შედეგები არც ისე სახარბიელოა და საზოგადოებაში უკმაყოფილების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

 

მთავრობა „ცუდად“ მუშაობს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

უფრო კონკრეტულად, რესპონდენტთა 60%-ის აზრით, მთავრობა „ცუდად“ მუშაობს, 32%-ის შეფასებით – „კარგად“, ხოლო კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 6%-მა დააფიქსირა.

 

არც ერთი პარტია არ მოსწონთ

გამოკითხული ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.

19%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” დგას.

კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – გამოკითხული მოსახლეობის 9% პასუხობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, 6%-მა პასუხი არ იცის, 4%-მა უარი თქვა პასუხზე, 4% – “პატრიოტთა ალიანსი”, ასევე 4% – “ევროპული საქართველო”, 9%-მა აირჩია კატეგორია „სხვა“.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 26%-ს არ აქვს მეორე არჩევანი.

 

არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ სურთ

გამოკითხულთა 59 პროცენტი აცხადებს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს,  მონაწილეობას მიიღებდა.

ამასთან, გამოკითხულთა 41 პროცენტი პასუხობს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას არ მიიღებდა.

გარდა ამისა, კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას, 37 პროცენტი ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, გადაუწყვეტელი – 57 პროცენტი, არ ვიცი – 5 პროცენტი, უარი პასუხზე – 1 პროცენტი.

 

ყველაზე ცუდი პარლამენტია, ყველაზე კარგი ეკლესია

ინსტიტუტების საქმიანობის შეფასების რეიტინგებში ყველაზე მაღალი უარყოფითი მაჩვენებელი საქართველოს პარლამენტს აქვს. გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ პარლამენტის საქმიანობს ცუდად, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39 % მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო საშუალოდ საქმიანობს. მხოლოდ 8% თვლის, რომ პარლამენტი დადებითად საქმიანობს.

სასამართლოების საქმიანობას ცუდად გამოკითხულთა 26% აფასებს, ძალიან ცუდად – 11% საშუალოდ 34 და დადებითად მხოლოდ 10%.

მთავარი პროკურატურის საქმიანობას უარყოფითად გამოკითხულთა 21% მიიჩნევს; 6% თვლის, რომ პროკურატურა ძალიან ცუდად მუშაობს; 34 % მიიჩნევს, რომ უწყების საქმიანობა საშუალოა, დადებითად 11% აფასებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 43% დადებითად აფასებს, ძალიან კარგად 21%; საშუალოდ 20 %-ი, ხოლო ცუდად 4%-ი.

იუსტიციის სახლების საქმიანობას კარგად მოსახლეობის 49% აფასებს, ხოლო ძალიან კარგად 8% ; საშუალოდ 25%, ხოლო ცუდად 7%.

საქართველოს ჯარის საქმიანობას ძალიან კარგად 8% ახასიათებს, 45% კარგად, 28% მიიჩნევს, რომ ჯარის საქმიანობის შეფასება საშუალოა, ხოლო 6 % მიიჩნევს, რომ ჯარის საქმიანობა ცუდია.

საქართველოს პოლიციის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 37% აფასებს, 5% ძალიან კარგად, საშუალოდ 37%, ხოლო ცუდად 12% .

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას საშუალოდ გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, დადებითად 22%,ხოლო უარყოფითად 11%.

 

კითხვებს შორის 20 ივნისის აქციის დაშლის შეფასებაც მოხვდა.

გამოკითხულთა 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 22 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა.

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43 პროცენტი ფიქრობს, რომ ივნისის აქციის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ მოვლენებზე ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი. გამოკითხულთა 9 პროცენტი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს, ხოლო 8 პროცენტი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი.

 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები