LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ბიზნესთან მუშაობას გააძლიერებს

70
Teamwork Power Successful business Meeting Workplace Concept.

მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აწუხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თურნავამ პრემიერის მიერ უწყებებისთვის მიცემულ დავალებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის უწყებას ბიზნესთან ხშირი კომუნიკაცია აქვს, თუმცა ახლა ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

„დავალება არის, რომ გავაძლიეროთ მუშაობა ბიზნესთან და ჩვენ პრაქტიკულად, უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრას სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან. ჩვენს სამინისტროს აქვს ხშირი კომუნიკაცია ბიზნესთან, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აწუხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა შესრულდეს და ჩვენი დაგეგმილი საბიუჯეტო ვალდებულებები პირნათლად იყოს შესრულებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის მზადაა თითოეული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დაწვრილებით მოახსენოს მედიას და საზოგადოებას რა დასკვნებამდე, რა პრობლემების იდენტიფიცირებამდე მიდიან და როგორ აპირებს მთავრობა, რომ გაამარტივოს რეგულაციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები