LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა 5.7 მილიონ ლარად 60 თეთრ პიკაპს ყიდულობს

193
860e5593094d9159abbef32418f83def-XL

საქართველოს მთავრობა 5.7 მილიონ ლარად 60 თეთრ პიკაპს ყიდულობს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ პიკაპების შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ავტომობილების შესყიდვის სავარაუდო თანხა 5 672 400 ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 1-ელ აპრილს იწყება და 4 აპრილს სრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, მომწოდებელი ვალდებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 2021 წლის 1-ელ ივლისამდე განახორციელოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2020 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს თეთრი ფერის.

ავტომობილებს არანაკლებ 102 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს, მისი სიგანე არანაკლებ 1.755 მეტრი, სიგრძე კი არანაკლებ 5 მეტრი უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები