LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა 3 000 ლარიან ჯარიმებს არ გააუქმებს

113
polisia

საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ მინისტრის მოხსენება მოისმინეს. გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე ბოლო 4 თვის განმავლობაში მთავრობის მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა. რეგლამენტის მიხედვით, პრემიერის გამოსვლის შემდეგ პარლამენტის წევრებმა კითხვები დასვეს. პირველი იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, რომელიც დაინტერესდა ჩამოწერს თუ არა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს დაჯარიმებულ თანხებს. დეპუტატის განმარტებით, დაჯარიმებულთა 80 პროცენტისთვის 3 000 ლარიანი თანხის გადახდა რთული იქნება.

პრემიერმა კი განაცხადა, რომ დაწესებულ თანხას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ჯარიმას გულისხმობს, არ გაუქმდება.

“ჯარიმა იყო შემაკავებელი. ეს ჩვენ ეფექტიანად გამოვიყენეთ. მინდა გითხრათ, რომ 9 ათასი ადამიანია ვინც საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვა დაარღვია. არ დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება. ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ მის გაუქმებას” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოპულალურები