LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარს მიხვდნენ, რომ გრიგოლიას ირმა კი არა, ინგა ჰქვია – წულუკიანი გახარიას ახალ გუნდზე

355
gaxariawulukiann

ეს იყო უაღრესად საინტერესო ეთერი, ასე ეხმაურება  კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელების „ტვ პირველზე“ ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობას.

წულუკიანის თქმით, გახარიას თანაგუნდელები „ყველაზე მთავარს” მიხვდნენ, რომ ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას ირმა არ ჰქვია.

„მე ვფიქრობ, რომ ეს იყო უაღრესად საინტერესო ეთერი. მე ვუსმინე მათ და კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ისინი მიხვდნენ ყველაზე მთავარს, რაც კი არის დღეს იმისთვის, რომ პოლიტიკაში კარგი სტარტი გქონდეს მაგალითად იმას, რომ გრიგოლიას ირმა კი არა ინგა ჰქვია”, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანმა ამ ფორმით ინგა გრიგოლიას გადაცემაში ორი წლის წინ გიორგი გახარიას სტუმრობაზე მიანიშნა.

გიორგი გახარია 2020 წლის 20 ივნისის შემდეგ პირველად ინგა გრიგოლიას გადაცემაში მივიდა.  გახარიამ ინგა გრიგოლიას ირმა რამდენჯერმე დაუძახა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები