LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარია მოქალაქე ავტობუსს არ ელოდოს: “ჭავჭავაძე ერთადერთი არ არის, ჩვენ ვაგრძელებთ”

160
116697140-1373606163118607-3349314972688543441-n

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმის ამოცანაა, მოქალაქეს გაჩერებებზე ავტობუსის ლოდინი 7-15 წუთზე მეტი ხნით არ მოუწიოს.

ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მთავარია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გაადაადგილება. შესაბამისი დერეფნების მოწყობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და რამაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროში შეუფერხებელი გადაადგილება უნდა უზრუნველყოს. ეს ნიშნავს, რომ ყველა უბანს საზოგადოებრივ ტრანსპროტზე უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა. ადამიანებს, ვინც ავტობუსით ყოველდღიურად სარგებლობს, გაჩერებებზე ლოდინი ნახევარი საათი, 40 წუთი უწევთ, რაც სერიოზული დისკომფორტია.

 

ავტობუსების შემოყვანის პროცესი გრძელება, შესყიდული გვყავს 12-მეტრიანი ავტობუსები და მომავალ წელს იგეგმება 18-მეტრიანი ახალი ავტობუსების შემოყვანა.

ასევე, მნიშვნელოვანია ჭკვიანი შუქნიშნების შესყიდვა. ტენდერი უკვე გამოცხადებული გვაქვს, უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია.

ამ ყველაფერში უცხოელი და ქართველი ექსპერტები არიან ჩართული. ამ ეტაპზე გადავდივართ სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის დეტალურ განხილვაზე და რამდენიმე ქუჩაზე უკვე ზუსტი მოდელირება და სატრანსპორტო სქემები გვაქვს შედგენილი.

პირველი ასეთი პროექტი, რომელიც განხორციელდა, იყო ჭავჭავაძის გამზირი, სადაც მოეწყო შესაბამისი საავტობუსე ზოლები, მთლიანად შეიცვალა სატრანსპორტო პოლიტიკა და ეს არ იქნება პირველი და ერთადერთი. ჩვენ ვაგრძელებთ. შეიძლება სხვა ქუჩები ინფრასტრუქტურულად ისე ვერ მოვაწყოთ, როგორც ჭავჭავაძის გამზირია მოწყობილი, თუმცა დახაზვა აუცილებლად მოხდება”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები