LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარია, არ წამოვეგოთ მორიგ პროვოკაციას: მაჭარაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დადგენის პროცესს აფასებს

96
FORTUNA.GE- (2)

“დემოკრატიულ ბერკეტებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან ეტაპობრივად მივყვეთ იმ პრინციპს, რასაც დეოკუპაცია ჰქვია. მგონი, ახალი არ იქნება, რომ რუსეთის ფედერაციისგან პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი. მთავარია, ჩვენ არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ეს არცერთ შემთხვევაში არ მოხდება, რადგან, ერთია – ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციაზე და მეორე – მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიღებთ გადაწყვეტილებას.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

ის გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაეკისრა.

მაჭარაშვილმა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის დადგენას რუსეთის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება გაწონასწორებულ პოლიტიკას ირჩევს:

“რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან ჩვენს ურთიერთობას, არაერთხელ განვაცხადეთ და დღესაც ამ პრინციპს მივყვებით – ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან და ევროკავშირთან გვაქვს მჭიდრო კავშირი და კონსულტაციები. მათთან ერთად ვიღებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც ეხება საოკუპაციო რეჟიმთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს. ბუნებრივია, ასეთი ტიპის საკითხები მხოლოდ ამ ფორმატში იქნება განხილული.

ჩვენი ძლიერი არგუმენტი და პოლიტიკური ძალა არის ის, რომ საერთაშოროსო ასპარეზზე, საქართველო რეგიონში იყოს წარმოდგენილი, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი ძლიერი მხარე, რომელიც დღეს არსებობს.

ხისტმა პოლიტიკამ რა მოგვიტანა 2008 წელს ვნახეთ. ჩვენ ამ გზით არ მივდივართ. რაც შეეხება რბილ პოლიტიკას, ამას რბილი პოლიტიკა არ ჰქვია, ამას ჰქვია გაწონასწორებული პოლიტიკა, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოგვიწოდებენ და მივყვებით.” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები