ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, ტელევიზიის გადამღები ჯგუფის წევრებს, ჟურნალისტს ნინუცა კეკელიასა და მის ოპერატორს სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გადამღები ჯგუფი დავით გარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და “შაბათის მთავარის” სიუჟეტზე მუშაობდა.

“ფორტუნა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინიტროში ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები