LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსურველებს შეუძლიათ, გონიოში ზღვის პირველ ზოლში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრის მფლობელები გახდნენ

1354
unnamed (4)

ობიექტები ზღვასთან ახლოს, უნიკალური მახასიათებლებით – „ნექსთ ჯგუფი“ დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან აშენებს გამორჩეულ საცხოვრებელ კომპლექსებს შავიზღვისპირეთში, კერძოდ ბათუმში.

განსხვავებული კონცეფციებითა და ხედვით შექმნილ „ნექსთის“ თითოეულ პროდუქტს, ერთი მნიშვნელოვანი საერთო აქვს: მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის ყველა საჭიროებაზე და ზრუნავს სრული კომფორტის შექმნაზე, აპარტამენტების მაცხოვრებლებისთვის.

„ნექსთ ჯგუფს“ აქვს 4 მიმდინარე პროექტი ბათუმში (და ამასთან, 1 დასრულებული პროექტიც), ოთხივე პროექტი არის სასტუმროს ტიპის აპარტამენტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სასტუმროს სტანდარტით გათვალისწინებულ სრულ მომსახურებას. ყველა ობიექტი არის ზღვასთან ახლოს, თუმცა თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური მახასიათებლები გააჩნია.

ეს პროექტებია:

Wyndham Residence Batumi – გონიოში, ზღვის პირველ ზოლში მდებარე სასტუმროს კომპლექსი მომხმარებელეს უპრეცენდენტო წინადადებას სთავაზობს: გახდნენ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ნომრის მფლობელები იქ, სადაც ყველაზე სუფთა ზღვა და უნიკალური ბუნებრივი ლანდშაპტია. რაც მთავარია, პროექტი მიმზიდველია საინვესტიციოდ: კომფორტული მდებარეობის, სერვისის ხარისხისა და დიდი პოტენციალის გამო.

Next Orange – არის „ნექსთ ჯგუფის“ პირველი დასრულებული პროექტი, რომელიც მდებარეობს ბათუმიც ცენტრალურ უბანში და დამსვენებლებს ზღვასთან ახლოს მდებარე კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.

Next Apartments – თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში, ზღვისა და მთის ხედებით, სანაპიროდან სამი წუთის სავალზე. მშენებლობის უმაღლესი ხარისხი, თანამედროვე დიზაინი და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა როგორც საცხოვრებელი ასევე საინვესტიციო მიზნებისათვის.

Next White – პრემიალური სასტუმრო კომპლექსია. აქ აპარტამენტების მფლობელები უმაღლესი ხარისხის სასტუმრო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის მომხმარებლები ხდებიან, ხოლო ყოველ აპარტამენტს, სართულის მიუხედავად, ზღვის პანორამული ხედი გააჩნია.

Next Green – ეკო პროექტია, რომელიც ითვალისწინებს სრულყოფილ ინფრასტრუქტრას და სერვისებს. მახინჯაურში, მწვანე კონცხთან ახლოს მდებარე ეს კომპლექსი შექმნილია მათთვის, ვინც აფასებს ბათუმის გარეუბნის სიმშვიდეს და ბუნებრივ სილამაზეს.

პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.nextgroup.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები