მსუბუქი მანქანებით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება მიგრაციულ პროცესებს არ შეაჩერებს – გია ხუხაშვილი

113
BeFunky-collage

„ის, რომ მსუბუქი მანქანებით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება შესაძლებელია ეს მიგრაციულ პროცესებს არ შეაჩერებს“,- ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა, „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვა გარკვეულ ეფექტს მოგვცემს, თუმცა ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ბევრად მეტად ეფექტური ღონისძიებების გატარება შეეძლო.

„მსუბუქი მანქანებით გადაადგილება შესაძლებელია და ეს მიგრაციულ პროცესებს არ აჩერებს. ჩაკეტვის იდეა არის ის, რომ შევზღუდოთ გადაადგილება. თუ ადამიანს აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროება, თუ ადამიანს უნდა გადაადგილება  საკუთარი მანქანებით ან ტაქსით იმოძრავებს. კი ბატონო, ეს კარგია, რაღაც ეფექტს მოგვცემს, მაგრამ ჩემი აზრით, ბევრად უფრო ეფექტური სისტემის შემუშავება შეიძლებოდა ვიდრე ისინი აკეთებენ“,- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება

რა შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში: ნახეთ სია სრულად

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა და ტაქსებისა) მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო. შეზღუდვები 2 თვეს – 1 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები