მსოფლიოში უამრავი ლამაზი ქუჩა არსებობს და ზოგიერთი მათგანი ნამდვილ ტურისტულ ატრაქციადაა ქცეული. მაგალითად, ერთ–ერთი ასეთი დანიშნულებაა ბუენოს აირესში მდებარე ფერადი „კამინიტო“, რომელიც ვიზიტორებს არამხოლოდ შთამბეჭდავი ფოტოების გადაღების საშუალებას, არამედ ისტორიულ ექსკურსსაც სთავაზობს.

,,ფორტუნაგიდი” გთავაზობთ ყველაზე გამორჩეული ქუჩების რეპორტაჟს:

სეტენილ–დე–ლას–ბოდეგასი,  ესპანეთი

ესპანეთის სამხრეთში, სევილიასა და მალაგას შორის მდებარე პატარა დასახლებას განსაკუთრებულ იერს კლდეები აძლევს. სახლები პირდაპირ კლდეებს შორისაა აგებული.

ბრუკლინი, ნიუ იორკი

ნიუ იორკის მთავარ ღირსებას მანჰეტენის ხიდი და დამბოს სამეზობლო წარმოადგენს. საუკეთესო ფოტოები სწორედ ამ ადგილას გამოდის.

რესიფე,  ბრაზილია

ბრაზილიური ქალაქი ულამაზესი ქუჩებითაა ცნობილი. პალმებით დამშვენებული ფერადი სახლები ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს.

პარიზი, საფრანგეთი

ყველაზე ლამაზი ქუჩების სია პარიზის მონმარტის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ადგილი სადაც ფრანგული მოჰემა იკრიბებოდა, დღესდღეობით აუცილებლად სანახავ ტურისტულ ატრაქციას წარმოადგენს.

მიკონოსი, საბერძნეთი

რთულია მიკონისის ქუჩებში გულგრილად გადაადგილება, ყველა ქუჩა განსაკუთრებული და თვალწარმტაცია.

აგიდა, პორტუგალია

აგიდას ,,ცის ქოლგის პროექტი“ ყოველწლიურ ფესტივალად იქცა და ქოლგებით დაფარული ქუჩის სანახავად ქალაქს ათასობით ვიზიტორი აკითხავს.

პრეტორია, სამხრეთ აფრიკა

თუკი სამხრეთ აფრიკაში წასვლას გეგმავთ ჯაკარანდას ანუ არომატული ხეების ქუჩას აუცილებლად უნდა ესტუმროთ. აყვავებული იასამნების ნახვა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.

კვებეკი, კანადა

კვებეკის ქუჩები კანადაში უდაოდ ყველაზე ლამაზია. მომხიბვლელი, ევროპული ინსპირაციით შექმნილი ქუჩები ტურისტთა თავშეყრის საყვარელი ადგილია.

კოლმარი, საფრანგეთი

გერმანიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქი კოლმარი ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მომხიბვლელ ადგილად ითვლება. განსაკუთრებულ ინტერესესს ქალაქის ძველი ნაწილი და ქუჩების არქიტექტურა იწვევს.

ჩენდუ, ჩინეთი

ქალაქ ჩენდუში მდებარე ჯინლის ქუჩა წლის ყველა დროს ერთნაირად ლამაზია. თუმცა, მისი ნახვა განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჩინური ახალი წლის დროსაა. ადგილობრივები ქუჩას ულამაზესი შუქებით ანათებენ და მართლაც ზღაპრულ გარემოს ქმნიან.

 

მსგავსი თემები