LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა საქართველოში, არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი – პრემიერი

76
Garibashvili-1

მსოფლიოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა საქართველოში – არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს.

“მიუხედავად მრავალი მცდელობისა იმ მოღალატეების მხრიდან, ვინც ეს ომი ვერ და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ეს გეგმა ჩაიშალა და ყოველთვის ჩაიშლება. ვინაიდან, მიზანს ვერ მიაღწიეს და მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გადმოიტანეს, უნდათ, ჩვენი მოქალაქეები რამენაირად დააზიანონ. უნდათ, რომ ტურისტების შემოდინება შეაფერხონ – ეს ვისზე აისახება? ჩვენს ქვეყანასა და ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“,- დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები