LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში საუკეთესო პატარა ქალაქი ლოზანა გახდა

604
1-2003-02

თუკი მეგაპოლისური ცხოვრება და გადატვირთული უზარმაზარი ქალაქები დიდად არ გხიბლავთ, თქვენთვის ჟურნალმა Monocle მსოფლიოში საუკეთესო პატარა ქალაქების რეიტინგი შეადგინა.

ჟურნალი საერთაშორისო ბიზნესსა და ცხოვრების სტილზეა ორიენტირებული და მკითხველს საინტერესო ინფორმაციას ხშირად აწვდის. რეიტინგის შედგენისას ჟურნალისტებმა უამრავი კრიტერიუმი გაითვალისწინეს და სიაში მოხვდნენ ის ქალაქები სადაც შესაძლებლობები და სუფთა ჰაერი ერთმანეთს აბალანსებს.

სპეციალისტებმა ისეთი დასახლებები შეარჩიეს, რომლებსაც მაღალი ხარისხის ცხოვრების შემოთავაზება შეუძლიათ. რეიტინგში მოხვედრილ ქალაქებში 200 ათასზე მეტი ადამიანი არ ცხოვრობს. სატრანსპორტო სისტემა განვითარებულია, პროგრესული ადგილობრივი ხელისუფლება და სტუმართმოყვარე რეზიდენტები ცხოვრობენ. სპეციალისტებმა კრიმინალის დონე, ცხოვრების ღირებულება და უმაღლესი სასწავლებლების ხარისხიც გაითვალისწინეს. არც ღამის ცხოვრება თუ გემრიელი ყავის მირთმევის შესაძლებლობა დარჩენიათ უყურადღებოდ.

ლოზანა, შვეიცარია

ლოზანამ გამარჯვება არაჩვეულებრივი რეპუტაციის, კულტურული მრავალფეროვნების, ბუნების და დიდი საერთაშორისო კომპანიების ოფისების დამსახურებით შეძლო. პირველი ადგილის დაკავებაში დასახლებას ეფექტური საქალაქო ტრანსპორტის სისტემა და ისეთი დამსაქმებლების არსებობა დაეხმარა, როგორიცაა მაგალითად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. და ბოლოს, ლოზანა არც ღამის ცხოვრებას უჩივის, უგემრიელესი ღვინით დაწყებული საღამოს გაგრძელება ქალაქის რამდენიმე კლუბშია შესაძლებელი.

ბოლდერი, აშშ

შტატების ყველაზე უსაფრთხო ქალაქად აღიარებული ბოლდერი კიდევ იმითაა ცნობილი, რომ წელიწადში 300 დღე მზე ანათებს. ქალაქში რამდენიმე ტელევიზია, რადიო სადგური და გაზეთი მუშაობს. გარდა ამისა, დანიშნულება სტუდენტური ქალაქის ფუნქციასაც ითავსებს და კოლორადოს უნივერსიტეტის რამდენიმე კამპუსი სწორედ მის ტერიტორიაზეა განთავსებული.

ბერგენი, ნორვეგია

თუკი ნორვეგიელებს დავუჯერებთ, ბერგენის მსგავსი ცხოვრების ხარისხის შემოთავაზება ქვეყნის დედაქალაქ ოსლოსაც კი არ შეუძლია. ქალაქი ულამაზესი ლანდშაფტებითაა გარშემორტყმული და ზამთრისა თუ ზაფხულის აქტივობებს აერთიანებს. ბერგენი განსაკუთრებით მუსიკალური ფესტივალების მოყვარულებს იზიდავს, რადგან არაერთი მასშტაბური ღონისძიების მთავარი ლოკაციაა. გარდა ამისა, ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი ველოსიპედია და ქალაქში ველო–ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზეა განვითარებული.

ჰობარტი, ავსტრალია

არც თუ ისე დიდი ზომის ჰობარტი ავსტრალიის ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენს. ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი დასახლება სამსახურის მაძიებლებს მრავლად იზიდავს. ქალაქში რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელია განთავსებული და ველოსიპედი ავტომობილზე ბევრად უფრო მოთხოვნადი გადაადგილების საშუალებაა.

ჩიგასაკი, იაპონია

მთებითა და ოკეანით გარშემორტყმული ქალაქი ტოკიოდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს. კარგი ველო–ინფრასტრუქტურის დამსახურებით ორ–ბორბლიანი ტრანსპორტი გადაადგილების ყველაზე კომფორტული გზაა. დასახლებაში საუკეთესო რესტორნებია თავმოყრილი, ამიტომ მას განსაკუთრებით გურმანები დააფასებენ. რბილი კლიმატის და უსაფრთხო ქუჩების მქონე დანიშნულება ტოკიოს მშვიდ ვარიანტს წარმოადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები